ქართველი მასწავლებლები
ჩინეთში მიღებული ცოდნა, ქართულად ახსნილი
ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები გრამატიკას, გამოთქმასა და რთულ საკითხებს ქართულად აგიხსნიან.
ერთად გავიაროთ გზა პირველი „გამარჯობიდან“ თავისუფალ საუბრამდე.
ისწავლე ჩინური ონლაინ — ცოცხალი, ინტერაქციული გაკვეთილებით.
Qiān lǐ zhī xíng, shǐ yú zú xiàდიდი გზა პატარა ნაბიჯით იწყება
კურსის განმავლობაში შეისწავლი ლექსიკას, გრამატიკას, გამოთქმასა და იეროგლიფებს და შეძლებ მათ გამოყენებას ყოველდღიურ სიტუაციებში.
ვსწავლობთ ინტერაქციული სლაიდებით, რომლებზეც ყველაფერი ქართულადაა ახსნილი — რომ ახალი მასალა მარტივად გაიგო და ნაბიჯ-ნაბიჯ აითვისო.
ვიდეოები, აუდიოჩანაწერები და ტექსტები დაგეხმარება, ჩინურს ყური შეაჩვიო და ნაცნობი სიტყვები სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენო.
ვვარჯიშობთ გამოთქმაში, ვსაუბრობთ ყოველდღიურ თემებზე და ნასწავლს მაშინვე ვიყენებთ — რომ ჩინურად რაც შეიძლება მალე ამეტყველდე.
ერთად, წყვილებსა თუ მცირე ჯგუფებში — გაკვეთილებზე აქტივობები ისეა დაგეგმილი, რომ საუბარში ყველა ჩაერთოს.
აღმოაჩინე თანამედროვე ჩინეთის ყოველდღიურობა, ტრადიციები და კულტურა — უკეთ გაიგე არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ადამიანებიც, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ.
ჩინეთში მიღებული ცოდნა, ქართულად ახსნილი
ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები გრამატიკას, გამოთქმასა და რთულ საკითხებს ქართულად აგიხსნიან.
ჩინური ენის სწავლება მათი სპეციალობაა
განათლება ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს. დაგეხმარებიან გამოთქმის დახვეწასა და ბუნებრივ საუბარში.
გაკვეთილები ინგლისურადაა, ამიტომ ინგლისურის გაგება აუცილებელია.
ოდესღაც მეც პირველად ვუსმენდი ჩინურს. მახსოვს, როგორ დამაინტერესა ენამ, რომელშიც ხმის ტონს სიტყვის მნიშვნელობის შეცვლა შეეძლო. მაშინ ჯერ კიდევ აღმოსაჩენი იყო ყველაფერი — პირველი იეროგლიფიდან იმ თავისუფლებამდე, რომელსაც ჩინურად საუბრისას დღეს ვგრძნობ. სწორედ ამიტომ, როცა მოსწავლე ჩემთან პირველ გაკვეთილზე მოდის, კარგად მესმის მისი ცნობისმოყვარეობაც და მღელვარებაც.
ჩემი გზა თავისუფალ უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრებით დავამთავრე. სწავლისას ჩინური აუდიტორიის ფარგლებს მალევე გასცდა: 2019 და 2020 წლებში კონფუცის ინსტიტუტის იეროგლიფების წერისა და ჩინურად სიტყვით გამოსვლის კონკურსებში გავიმარჯვე, 2021 წელს კი ჩინური ენის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე.
ამ გამოცდილებას ჩინეთში სწავლა მოჰყვა. ჩინეთის მთავრობის სრული დაფინანსება ორჯერ მოვიპოვე: 2022 წელს — Xiamen University-ში ჩინური ენის შესასწავლად, 2025 წელს კი — Zhejiang University-ში ბიზნესის მართვის სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც ამჟამად ვსწავლობ. ამ ორ ეტაპს შორის, 2024 წელს, ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდა — HSK 6 — ჩავაბარე.
ჩინეთში ცხოვრებამ მასწავლა, რამდენი რამ დგას სიტყვების მიღმა: ადამიანების ჩვევები, იუმორი, ურთიერთობის წესები. ეს გამოცდილება ჩემს გაკვეთილებშიც შემომაქვს, რათა მოსწავლემ ნასწავლი სიტყვებით საუბარი შეძლოს და უკეთ გაიგოს ადამიანი, რომელიც ამ ენაზე პასუხობს.
„მანდარინი“ ამ ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად შევქმენი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, აქ კითხვების დასმა გეადვილებოდეს, შეცდომის დაშვების არ გერიდებოდეს და საკუთარი წინსვლა თავადაც დაინახო — როცა პირველ იეროგლიფს ამოიცნობ, წინადადებას დამოუკიდებლად ააწყობ ან ჩინურად საუბარს წამოიწყებ.
მინდა, ჩინურმა შენთვისაც გააჩინოს ახალი შესაძლებლობები — სწავლისთვის, საქმისთვის, მოგზაურობისთვის თუ უბრალოდ იმ სამყაროს გასაცნობად, რომელიც დღეს გაინტერესებს. მე კი ამ გზაზე დაგხვდები ცოდნით, გამოცდილებითა და პირველი ნაბიჯების კარგად ნაცნობი განცდით.
გამოცდილება, რომელიც სწავლებას პრაქტიკასთან აკავშირებს.
ჩინეთში სწავლა, თარგმნა და ჩინურენოვან გარემოში მუშაობა — ნინოს გამოცდილება ენასთან ყოველდღიურ ურთიერთობაზეა აგებული. 2023–2024 წლებში ის ლანჭოუს უნივერსიტეტში ჩინურს სწავლობდა, დღეს კი მიღებულ ცოდნას პროფესიულ საქმიანობასა და სწავლებას უკავშირებს.
ჩინურენოვან კოორდინატორად მუშაობისას ნინო ზეპირ და წერილობით თარგმნასა და სამუშაო პროცესების ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი. მისთვის ენის ცოდნა კონკრეტულ ამოცანებს ემსახურება: სწორად გაიგოს ნათქვამი, ზუსტად გადმოსცეს აზრი და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს საერთო ენის გამონახვაში დაეხმაროს. „მანდარინში“ მას სწორედ ეს პრაქტიკული გამოცდილება შემოაქვს.
დეკემბერში ნინო ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდის უმაღლესი საფეხურის ჩასაბარებლად ემზადება. პარალელურად, მის აკადემიურ საფუძველს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული სამართლის ბაკალავრისა და კერძო სამართლის მაგისტრის განათლება ქმნის.
მისი გამოცდილება განსაკუთრებით ღირებულია მოსწავლისთვის, რომელსაც აინტერესებს, როგორ გამოიყენებს ჩინურს რეალურ ცხოვრებაში — საუბრისას, სწავლისას თუ სამუშაო გარემოში.
ჩინეთში მიღებული ცოდნა და ადამიანებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ნანას პროფესიული გზა სამართალს, განათლებასა და ჩინურ ენას აერთიანებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული განათლების მიღების შემდეგ, პროფესიული განვითარება ჩინური ენის მიმართულებით განაგრძო: 2023–2024 წლებში ჩინეთში, ლანჭოუს უნივერსიტეტში, ჩინური ენის მასწავლებლის პროფესიულ პროგრამაზე სწავლობდა. ენის მშობლიურ გარემოში მიღებულმა გამოცდილებამ მას ჩინური კულტურის ყოველდღიურ ცხოვრებაში გაცნობის შესაძლებლობაც მისცა.
განათლების სფეროსადმი ინტერესი ნანამ შემდეგ აკადემიურ არჩევანშიც გააგრძელა — 2024 წელს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე დაიწყო სწავლა.
ნანას გამოცდილებაში განსაკუთრებული ადგილი ადამიანებთან კომუნიკაციას უჭირავს. საჯარო მომსახურების სფეროში ათწლიანი საქმიანობა სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების მოსმენას, მათთვის ინფორმაციის გასაგებად ახსნასა და დახმარებას მოიცავდა. ეს გამოცდილება, ჩინეთში მიღებულ პროფესიულ მომზადებასთან ერთად, მისი პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელოვანი საფუძველია.
„მანდარინის“ გუნდში ნანა აერთიანებს ჩინური ენის ცოდნას, განათლებისადმი ინტერესსა და ადამიანებთან მუშაობის გამოცდილებას — უნარებს, რომლებიც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნაყოფიერ ურთიერთობას ქმნის.
ახალი ენის აღმოჩენა იწყება ახსნით, რომელიც შენთვის გასაგებია.
ირინე „მანდარინში“ ჩინურს ბავშვებსა და ზრდასრულებს ასწავლის. მისი გაკვეთილები ინტერაქტიულია, სასწავლო პროცესი კი მოსწავლის საჭიროებებს ერგება — იმის მიხედვით, რა იცის უკვე, რა სირთულეებს აწყდება და რისი მიღწევა სურს.
ირინეს აკადემიური გამოცდილება ქართულ ფილოლოგიასა და შორეული აღმოსავლეთის კვლევებს აერთიანებს. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ კი ჩინეთში, ერთწლიანი სტიპენდიით, Zhejiang International Studies University-ში ჩინური ენის საერთაშორისო პროგრამა გაიარა.
ჩინეთში სწავლისას მისი გამოცდილება აუდიტორიას გასცდა: ჩინური ლიტერატურის კურსებმა და ადგილობრივ კულტურასთან უშუალო შეხებამ ენის მიღმა არსებული სამყაროც გააცნო. ძიანსის პროვინციაში საზაფხულო ბანაკში მონაწილეობამ კი ჩინური სოფლების ყოველდღიურობისა და ენის ადგილობრივი თავისებურებების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
ირინე ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული მასწავლებელია VIII–XII კლასებისთვის. ფილოლოგიური ცოდნა და პედაგოგიური მომზადება ეხმარება, სასწავლო მასალა გააზრებულად ააწყოს და მოსწავლეს ახალი ენის კანონზომიერებების დანახვა გაუადვილოს. მის გაკვეთილებზე ჩინურის შესწავლას კულტურის გაცნობაც ახლავს — რათა ახალი სიტყვები მოსწავლისთვის უფრო გასაგები, დასამახსოვრებელი და ცოცხალი გახდეს.
ჩინური ენა — სწავლის, ყოველდღიური ურთიერთობისა და პროფესიული გამოცდილების ნაწილი.
ნიცა ამჟამად ჩინეთში, Zhejiang Vocational Academy of Art-ში, მოპოვებული სტიპენდიით სწავლობს და ჩინური ენის ცოდნას უშუალოდ ენობრივ გარემოში იღრმავებს. სწავლას ყოველდღიური ურთიერთობები ავსებს, რაც საშუალებას აძლევს, ენასთან ერთად უკეთ გაიცნოს ადგილობრივი კულტურა და კომუნიკაციის თავისებურებები.
მის სასწავლო გამოცდილებას პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში (BLCU) გავლილი ჩინური ენის მოკლევადიანი საწყისი კურსიც ემატება, რომელშიც 2025 წელს მონაწილეობდა.
ჩინურს ნიცა პროფესიულ საქმიანობაშიც იყენებდა: FlyDubai-ში ჩინურენოვან თანამშრომლად მუშაობისას კომუნიკაციას ჩინურ ენაზე წარმართავდა. ამ გამოცდილებამ მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ენის პრაქტიკულ მხარეს — მოსაუბრის გაგებასა და აზრის მკაფიოდ გადმოცემას.
„მანდარინის“ გუნდში ნიცას ჩინეთში სწავლისა და საერთაშორისო სამუშაო გარემოში მიღებული გამოცდილება შემოაქვს. ეს გამოცდილება სასწავლო მასალის რეალურ სიტუაციებთან დაკავშირების ღირებული საფუძველია — იქ, სადაც ნასწავლი სიტყვები ცოცხალ საუბრად იქცევა.
ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება — ჩინურის ინტერაქციული გაკვეთილებისთვის.
ნინო „მანდარინსა“ და „მწვანე სკოლაში“ ჩინურ ენას ასწავლის. მისი საქმიანობა სასწავლო პროგრამის დაგეგმვას, ინდივიდუალურ სწავლებასა და ინტერაქტიული გაკვეთილების მომზადებას აერთიანებს. სწავლებისას იყენებს ციფრულ ინსტრუმენტებსაც, რათა მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს პროცესში და ახალი ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადოს.
ნინომ თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა შორეული აღმოსავლეთის კონცენტრაციით დაამთავრა. ეს განათლება ეხმარება, ჩინური ენა რეგიონის კულტურულ და საზოგადოებრივ კონტექსტს დაუკავშიროს და მოსწავლეებს სიტყვებთან ერთად მათი გამოყენების გარემოც გააცნოს.
2025 წელს ნინომ ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდის სერტიფიკატი მოიპოვა. იცნობს HSK-ის საგამოცდო პროგრამებს და სასწავლო მასალას შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით გეგმავს — თანმიმდევრულად, მკაფიო სასწავლო მიზნებით.
ნინოსთვის სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილია ინდივიდუალური მუშაობა: მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული ახსნა, სავარჯიშოები და აქტივობები. „მანდარინში“ მისი მიდგომა სტრუქტურირებულ სწავლასა და გაკვეთილში უშუალო მონაწილეობას აერთიანებს, რათა მოსწავლემ ჩინურის გამოყენება სწავლის პროცესშივე დაიწყოს.
ენა, რომლითაც ასწავლის და საქართველოს აცნობს.
მარიამისთვის ჩინური გაკვეთილებშიც ცოცხლობს და მოგზაურებთან საუბარშიც. ის ჩინური ენის მასწავლებელი და ჩინურენოვანი გიდია — სტუმრებს საქართველოს აცნობს და ყოველდღიურად იყენებს ენას ამბების მოსაყოლად, კითხვებზე საპასუხოდ და სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან ურთიერთობისთვის.
მარიამმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა და ჩაბარებული აქვს მასწავლებლის ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 2023 წლიდან ჩინურს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში სწავლობს. ფლობს ჩინური ენის საერთაშორისო სერტიფიკატს და ცოდნას კიდევ უფრო ავითარებს.
მისი პედაგოგიური გამოცდილება კერძო სკოლა „ცოდნაში“ ჩინური ენის სწავლებას მოიცავს, სადაც 2025–2026 სასწავლო წელს მუშაობდა. ფილოლოგიური განათლება და სკოლაში მუშაობის გამოცდილება მას სასწავლო მასალის ახსნასა და მოსწავლეებთან ურთიერთობაში ეხმარება.
„მანდარინში“ მარიამს გიდის პრაქტიკიდან განსაკუთრებით ღირებული გამოცდილება შემოაქვს: როგორ აქციო ცოდნა საუბრად, შეარჩიო სათქმელის შესაფერისი სიტყვები და მსმენელს აზრი გასაგებად მიაწოდო. ეს გამოცდილება ჩინურის შესწავლას კონკრეტულ დანიშნულებას აძლევს — შეძლო მოყოლა, კითხვა, გაგება და საკუთარი სათქმელის გაზიარება.
ჩინური ენა და კულტურა — საერთაშორისო სწავლების გამოცდილებით.
იანგ ლაოში დიდ ბრიტანეთში, ლანკასტერის უნივერსიტეტში, ჩინური ენის კურსის ასისტენტად მუშაობს და პეკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში (Beijing Normal University) ჩინური ენის საერთაშორისო სწავლების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მისი პროფესიული ინტერესის ცენტრშია, როგორ გახადოს ჩინური გასაგები და გამოსადეგი სხვადასხვა ენისა და კულტურის წარმომადგენლებისთვის.
იანგ ლაოშის გამოცდილება მოიცავს როგორც ბავშვებთან მუშაობას, ისე ზრდასრულებისთვის ყოველდღიური და საქმიანი ჩინურის სწავლებას. Jinko Solar-ში საერთაშორისო თანამშრომლების მომზადებისას მან 50-ზე მეტი სასწავლო საათი ჩაატარა და მონაწილეობა მიიღო საქმიანი ეტიკეტის, კულტურათაშორისი კომუნიკაციისა და ჩინურად მოლაპარაკების კურსების შემუშავებაში. სწავლება რეალურ სიტუაციებს ეყრდნობოდა — როგორ წარადგინო საკუთარი აზრი, გაუგო კოლეგას და თავდაჯერებულად ჩაერთო საუბარში.
ინგლისური ენის საბაკალავრო პროგრამა იანგ ლაოშიმ თავისი სპეციალობის საუკეთესო 3%-ში დაასრულა. თავადაც უცხო ენების შემსწავლელია: ინგლისურს მაღალ დონეზე ფლობს, ფრანგულს კი დამატებით სწავლობდა. ეს გამოცდილება ეხმარება, ჩინურს მოსწავლის თვალითაც შეხედოს.
„მანდარინში“ იანგ ლაოშის ენის სწავლებასთან ერთად ჩინური კულტურის გაცნობის შესაძლებლობაც შემოაქვს. ჩაის ტრადიციული ცერემონია, კალიგრაფია და თაიძი მისი ცოდნისა და ინტერესების ნაწილია — იეროგლიფების, სიტყვებისა და გამოთქმების მიღმა მოსწავლე იმ კულტურასაც ეცნობა, რომელშიც ეს ენა ცოცხლობს.
პირველი საუბრიდან საერთაშორისო გამოცდამდე.
მა ლაოშის ჩინური ენის სწავლების 500-ზე მეტი საათის გამოცდილება აქვს. მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებთან — მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან და ესპანეთიდან. ასწავლის ბავშვებსა და ზრდასრულებს, დამწყებებთან პირველ ნაბიჯებს გადის და უფრო გამოცდილ მოსწავლეებს სასაუბრო თუ საქმიანი ჩინურის განვითარებაში ეხმარება.
მისი კურსები HSK 1–5-ის საფეხურებს მოიცავს. ათზე მეტ მოსწავლეს უკვე დაეხმარა HSK 4-ის გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში. ინდივიდუალურ გაკვეთილებზე ყურადღებას უთმობს როგორც ლექსიკასა და გრამატიკას, ისე მათ საუბარში გამოყენებას. აქვს აშშ-ის Snowden International School-ში ჩინური ენის სწავლების ასისტენტად მუშაობის გამოცდილებაც.
მა ლაოშის აკადემიური მომზადება ინგლისური ენის სწავლებასა და ჩინურის, როგორც უცხო ენის, სწავლებას აერთიანებს. მისი განათლება პეკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტსა და Sanming University-ს უკავშირდება. მიღებული აქვს ეროვნული სტიპენდია და ორჯერ — პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტის პირველი ხარისხის სტიპენდია.
მისი განსაკუთრებული ინტერესია გამოთქმა — ბგერების სიზუსტე, რიტმი და ბუნებრივი ჟღერადობა. გახმოვანების სამწლიანი გამოცდილება და ბრიტანეთში მცხოვრებ ჩინური წარმოშობის მოსწავლეებთან დეკლამაციაზე მუშაობა ამ მიმართულებას კიდევ უფრო ამდიდრებს.
„მანდარინში“ მა ლაოშის ჩინური კულტურის მრავალფეროვანი გამოცდილებაც შემოაქვს: რვაწლიანი მომზადება კალიგრაფიასა და ფერწერაში, ტრადიციული ცეკვა, თაიძი და ხელნაკეთობების სწავლება. მასთან ენის აღმოჩენა შეიძლება იეროგლიფის მოხაზულობით, ლექსის ჟღერადობით ან ჩინური ტრადიციის გაცნობით გაგრძელდეს.
მოწესრიგებული სასწავლო გარემო ადამიანებზე ზრუნვით იწყება.
თამარი „მანდარინის“ ადმინისტრატორია — ადამიანი, რომელიც სკოლის ყოველდღიურ საქმიანობასა და მოსწავლეებთან კომუნიკაციას აერთიანებს. მისი როლია, სასწავლო პროცესის ორგანიზაციული მხარე გასაგები და მოსახერხებელი იყოს, მოსწავლემ და მშობელმა კი საჭირო ინფორმაცია და მხარდაჭერა დროულად მიიღონ.
თამარის პროფესიული მომზადება განათლების სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: ინკლუზიურ განათლებას, პროექტებით სწავლებას, სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს ცოდნა ეხმარება, სკოლის ყოველდღიურ საკითხებს მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით მიუდგეს.
2022 წელს თამარი სასწავლო წლის შემაჯამებელი კონფერენციის სპიკერი იყო. პროფესიული განვითარებისადმი მის ინტერესს წლების განმავლობაში გავლილი საგანმანათლებლო კურსებიც ასახავს — სწავლების ტექნოლოგიებიდან გარემოსდაცვით განათლებამდე.
„მანდარინში“ მისი საქმიანობის მთავარი დანიშნულება მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის გამართული ურთიერთობაა — რათა კითხვები უპასუხოდ არ დარჩეს და ორგანიზაციულმა საკითხებმა სწავლის პროცესი გაამარტივოს.
შემოგვიერთდი სახლიდან, მოგზაურობიდან თუ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან — მთავარია, ინტერნეტი გქონდეს!
ახალი მასალა, საუბარი და ვარჯიში — ბალანსით, რომ ცოდნაც შეგემატოს და ენერგიაც შეგრჩეს.
თუ გაკვეთილს ვერ დაესწრები, ვიდეოჩანაწერს შენთვის მოსახერხებელ დროს ნახავ.
ყველა საჭირო სასწავლო მასალას გამოგიგზავნით — შენ მხოლოდ სწავლის სურვილი მოიტანე!
სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მოსწავლეებს პერიოდულად ვუგზავნით კითხვარებს. აქ განთავსებული შეფასებები სწორედ მიღებული პასუხებიდანაა.
კურსში ყველაზე მეტად, პირველ რიგში, სწავლის ხარისხი მომეწონა. მართლა არ მოველოდი ასეთ მოკლე დროში ამდენის სწავლას, რაც მარი ლაოშის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მომწონს მისი მიდგომა მოსწავლეებისადმი; ჩართვის დროს საერთოდ არ ვარ დაძაბული და არ „მიტყდება“ შეცდომების დაშვება. გაკვეთილზე თავისუფლად ყოფნა პროდუქტიული სწავლის წინაპირობაა. მოკლედ, ჩინურის სწავლის პროცესი არც ისეთი ჩინურია მარი ლაოშის დამსახურებით.
გაკვეთილების მსვლელობისას ყოველთვის მეგობრული გარემოა, რაც საუკეთესოა ნებისმიერი საკითხის უკეთ და თავისუფლად გაგებაში.
ყველაფერი ძალიან მარტივად ამიხსნეს. საუკეთესო დავალებები არის შერჩეული ცოდნის განსამტკიცებლად. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა გაკვეთილის შემდეგ შედეგის დანახვით.
ნანა ლაოშის აქვს საუკეთესო და ამომწურავი პასუხები, ახსნის უნარი და არის ყურადღებიანი.
მასწავლებელი ისე კარგად ხსნის, რომ ძალიან მიადვილდება ჩინურის სწავლა!
ყველაფერი მომეწონა. მეგონა ონლაინ ზუსტად ვერ გავიგებდი სიტყვებს, თუმცა პირიქით აღმოჩნდა.
თუკი მეცადინეობისთვის მოტივაცია გჭირდება — ეს ფორმატი შენთვისაა! გაკვეთილებზე ერთად ვივარჯიშებთ, წყვილებსა და მცირე ჯგუფებში ვისაუბრებთ, მოვაწყობთ შეჯიბრებებს და ერთმანეთს სწავლის მოტივაციას შევმატებთ.
აირჩიეჯგუფში სწავლის ხალისი და ინდივიდუალური მიდგომა — ერთ სივრცეში. ვისაუბრებთ შენთვის საინტერესო თემებზე, ვიმუშავებთ გამოთქმაზე და პერსონალური უკუკავშირით დაგეხმარებით წინსვლაში. აქ შენი კითხვები, მიზნები და ინტერესები გაკვეთილის ნაწილია.
აირჩიემთელი გაკვეთილი შენია — პირველი კითხვიდან ბოლო სავარჯიშომდე. მასწავლებელთან პირისპირ სწავლობ საკუთარი ტემპით: ნაცნობ მასალას სწრაფად გაივლი, რთულ საკითხებს კი იმდენ დროს დაუთმობ, რამდენიც გჭირდება.
აირჩიეგაიცანი მასწავლებელი და ჩვენი სწავლების სტილი, სანამ კურსს აირჩევ.
ყველა ფორმატში შედის სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული და დამატებითი მასალები.
უპასუხე 15 მოკლე კითხვას — მარტივიდან რთულისკენ. რამდენიმე წუთში გაიგებ, რომელი ჯგუფი შეესაბამება შენს ცოდნას.
გვიხარია, რომ ჩინური ენით დაინტერესდი და მისი შესწავლა ჩვენთან გადაწყვიტე. შეავსე ფორმა და მალე დაგიკავშირდებით.
ყველა გაკვეთილი ტარდება ონლაინ, ამიტომ შეგიძლია ისწავლო ნებისმიერი ადგილიდან.
ჯგუფური გაკვეთილი გრძელდება დაახლოებით 1.5 საათი, ინდივიდუალური — დაახლოებით 1 საათი.
ჯგუფური გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში გამოგიგზავნით გაკვეთილის ვიდეოჩანაწერს და სასწავლო მასალას. ინდივიდუალურ მოსწავლეს თვეში ერთი საპატიო გაცდენის უფლება აქვს — თუ წინასწარ გაგვაფრთხილებ, გაკვეთილს იმავე თვეში აღვადგენთ.
არა. ვსწავლობთ HSK-ის ოფიციალური სახელმძღვანელოთი და სამუშაო რვეულით, და ყველა საჭირო მასალას ჩვენ გამოგიგზავნით — დამატებით არაფრის შეძენა არ დაგჭირდება.
კი. სატესტო გაკვეთილი ინდივიდუალურია, გრძელდება 1 საათი და ღირს 50 ლარი. რეგისტრაციის ფორმაში მონიშნე „მსურს სატესტო გაკვეთილი“ და დაგიკავშირდებით დროის შესათანხმებლად.
საფასური თვიურია. გადახდა ხდება წინასწარ — ყოველი ახალი სასწავლო თვის დაწყებამდე 5 დღით ადრე.
გაგიზიარებთ ყველა საჭირო დეტალს — ჯგუფის განრიგს, მასწავლებლის ინფორმაციასა და სწავლის დაწყების თარიღს.
პირველი დონის დასრულებას საშუალოდ 3 თვე სჭირდება. შემდგომი პროგრესის ტემპი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე — გაკვეთილებზე რეგულარულ დასწრებაზე, დამოუკიდებელი მეცადინეობის სიხშირეზე, პრაქტიკასა და შენს პირად სასწავლო ტემპზე.
გაიარე დონის ტესტი — რამდენიმე წუთში გაიგებ, საიდან ჯობია დაწყება. რეგისტრაციის შემდეგ ჩვენც დაგეხმარებით შესაფერისი ჯგუფის შერჩევაში.
ჯგუფი ღიაა ყველასთვის, ვინც ჩინურს სწავლობს ან სწავლას აპირებს — არ აქვს მნიშვნელობა, „მანდარინის“ მოსწავლე ხარ თუ არა. შემოგვიერთდი უფასოდ და გამოიყენე ჯგუფი სწავლის პროცესში.
შემოგვიერთდი ჯგუფშიდასვი ნებისმიერი კითხვა და მიიღე პასუხი მასწავლებლებისგან და ჩინური ენის სხვა შემსწავლელებისგან.
სამუშაო შეთავაზებები, სადაც ჩინური ენის ცოდნა შენი უპირატესობა იქნება.
სტიპენდიები, სასწავლო პროგრამები და ჩინეთში სწავლის სხვა შესაძლებლობები.
სიახლეები, რჩევები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთ სივრცეში.
მოკლე ვიდეოები ჩინურ ენაზე, კულტურასა და ცხოვრებაზე.
რჩევები ჩინეთში სწავლაზე, სტიპენდიებსა და HSK-ზე.
შეუერთდი ჯგუფს ან დაიწყე ინდივიდუალურად — ჩინური არც ისე „ჩინურია“, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. 🍊
დარეგისტრირდი