კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, როგორ და რა მიზნით აგროვებს, ამუშავებს და იცავს ჩინური ენის სკოლა „მანდარინი“ მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას.
ინფორმაციის შეგროვება
პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ მაშინ, როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს კურსებზე ან გვიკავშირდებით ჩვენი ვებგვერდის, სოციალური ქსელების ან სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
შესაძლოა მოვითხოვოთ შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი და გვარი;
- ტელეფონის ნომერი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- ჩინური ენის ცოდნის დონე;
- სწავლის მიზნები და სასურველი ფორმატი;
- სხვა ინფორმაცია, რომელსაც რეგისტრაციის პროცესში გვაწვდით.
არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში შესაძლოა ასევე დამუშავდეს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია.
ინფორმაციის დაცვა
ჩვენ ვიღებთ გონივრულ ზომებს, რათა პერსონალური ინფორმაცია დაცული იყოს უნებართვო წვდომის, გავრცელების, დაკარგვის ან არასათანადო გამოყენებისგან.
პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, ვისთვისაც ეს აუცილებელია სასწავლო პროცესისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად.
ინფორმაციის გამოყენება
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ:
- კურსზე რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის;
- შესაბამისი ჯგუფის, გრაფიკისა და სწავლების ფორმატის შესარჩევად;
- თქვენთან კომუნიკაციისთვის;
- გადახდებთან დაკავშირებული საკითხების სამართავად;
- მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
- თქვენი თანხმობის შემთხვევაში — სიახლეების, შეთავაზებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების გამოსაგზავნად.
ონლაინ გაკვეთილები შესაძლოა ჩაიწეროს ხარისხის კონტროლისა და გაცდენილი ჯგუფური გაკვეთილის მოსწავლისთვის ჩანაწერის მიწოდების მიზნით. ჩანაწერები საჯარო ან სარეკლამო მიზნებისთვის არ გამოიყენება შესაბამისი თანხმობის გარეშე.
პერსონალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, მათი შესწორება ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წაშლა.
მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
„მანდარინს“ უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში განაახლოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე.